გაკვეთილის გეგმები


გაკვეთილის გეგმა

მასწავლებლის სახელი, გვარი: ნატალია რამიშვილი

საგანი: ისტორია

სწავლების საფეხური/კლასი: VI კლასი

გაკვეთილის თემა: თამარ მეფე  (1184-1213)

გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები გაეცნობიან სახელოვანი მეფის თამარის პოლიტიკურ კურსს და იმსჯელებენ ქალის როლზე სახელმწიფო  პოლიტიკაში.

საგნობრივი სტანდარტი:
საზ.მეც.V-VI.1 მოსწავლეს შეუძლია რუკების  კითხვა და გამოყენება 
 საზ .მეც.V-VI. 7 მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს საქართველოს ისტორიის გამორჩეული პიროვნებები , რომლებიც ქვეყნის  მმართველობაში მონაწილეობდნენ
საზ.მეც.V-VI. 9. მოსწავლეს შეუძლია შეადაროს ომისა და მშვიდობის შედეგები მოსახლეობისთვის საქართველოს  ისტორიის სხვადასხვა პერიოდში

შეფასება: მოსწავლეთა თვითშეფასება , მასწავლებლის  თვითშეფასება, წყაროზე მუშაობის შეფასება;

წინარე ცოდნა: მოსწავლეები იცნობენ გამოჩენილ ქალ პიროვნებებს, რომელთაც დიდი დამსახურება მიუძღვით ერისა და ქვეყნის წინაშე.

რესურსები: სახელმძღვანელო, დამატ. ლიტერატურა, წყარო. ფლიფჩარტი, რუკა, კომპიუტერი, ინტერნეტი, პროექტორი, ელ.პრეზენტაცია.


გაკვეთილის მსვლელობა 45 წუთი

#
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი(მეთოდები)
კლასის ორგანიზების ფორმა(ფორმები)
სასწავლო რესურსები
დრო
1
გაკვეთილის A ფაზა _ გამოწვევა

აქტივობა 1 _ ვესალმები კლასს, ვაცნობ მოსწავლეებს გაკვეთილის თემასა და მიზანს, შეფასების კრიტერიუმებს
მინი ლექცია
მთელი კლასი

3 წთ
2
აქტივობა 2 _ მივმართავ კლასს, ისაუბრონ გამოჩენილ ქალ პიროვნებებზე, რომელთაც დიდი დამსახურება მიუძღვით ერისა და ქვეყნის წინაშე.
გონებრივი იერიში
მთელი კლასი
სახელმძღვანელო, დამატებითი ლიტერატურა

3
აქტივობა 3 _ აზრობრივი რუკის შევსება
პარალელურად დაფაზე გამოტანილი მაქვს აზრობრივი რუკა, სადაც ვწერ მოსწავლეების მოსაზრებებს, თუ რა კრიტერიუმებით შეარჩიეს  კონკრეტული პიროვნებები და როგორ ახასიათებენ თითოეულ მათგანს.
გონებრივი იერიში
მთელი კლასი
დაფა, ცარცი

4
აქტივობა 4 _ მეტი სითამამის გამო ეფექტურად  ვიყენებ შექებასა და წახალისებას. მოსწავლეები იღებენ უკუკავშირს, როგორც ჩემგან ისე თანაკლასელებისგან.
პროცესი ინტერაქტიულია, ყველა ეტაპზე საგაკვეთილო პროცესში თანაბრადაა ჩართული ყველა მოსწავლე




5
გაკვეთილის B ფაზა _ ცოდნის კონსტრუირება

აქტივობა 5 _ ვიწყებ ახალი მასალის ახსნას, ვაცნობ მოსწავლეებს ყველა იმ მნიშვნელოვან თარიღსა და მოვლენას, რომელსაც დედოფლის დროს ჰქონდა ადგილი, როდესაც საგარეო პოლიტიკაზე  გადავდივარ, ვთხოვ მოსწავლეებს წაიკითხონ სახელმძღვანელოში მოცემული წყარო, სადას მოთხრობილია შამქორის ბრძოლის შესახებ და გასცენ პასუხი: საერთაშორისო წესებით , ნადავლის სახით, რისი მითვისება შეიძლება იყოს დაშვებული . პასუხი გამოტანილი მაქვს ფლიფჩარტზე, რომელსაც დავალების დასრულების შემდეგ  ვაჩვენებ  ბავშვებს .ვაგრძელებ თხრობას ბასიანის ბრძოლის შესახებ  და ვთხოვ მოსწავლეებს ისევ წყაროს გამოყენებით შეადარონ თამარის დროინდელი სამართალი თანამედროვე  ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს. უფრო თვალსაჩინოებისთვის გამოტანილი მაქვს ოთხი სახელოვანი მეფის ბაგრატ-IV-, დავით -IV, გიორგი-III და თამარ მეფის პოლიტიკური კურსი  თავგასული ფეოდალების წინააღმდეგ.
მინი ლექცია, დამოუკიდებელი სამუშაო, წყაროზე  მუშაობა
მთელი კლასი
სახელმძღვანელო, ფლიფჩარტი
15
8
გაკვეთილის C ფაზა _ რეფლექსია

აქტივობა 6 _ რუკაზე მუშაობა;
ბოლოს მოსწავლეებს ვთხოვ რუკაზე დამოუკიდებლად მუშაობას, სადაც უნდა ნახონ საქართველოს ყმადნაფიცი და მოხარკე ქვეყნები, განათლების კერები.
წყაროზე მუშაობა
მთელი კლასი
რუკა
7 წთ
9
აქტივობა 7 _ ვაძლევ საშინაო დავალებას: რატომ არის თამარის ეპოქა შეფასებული „ოქროს ხანად“
ინფორმაციის მიწოდება
მთელი კლასი

5წთ
    
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგი:
·         მოსწავლეებს ეცოდინებათ თამარის პოლიტიკა(როგორს საშინაო ისე საგარეო), კითხულობენ რუკას;
·         იყენებენ და აკავშირებენ ისტორიულ ფაქტებს სხვადასხვა ეპოქებთან;
·         იმსჯელებენ და გააანალიზებენ თანამედროვე და XIII საუკუნის სამართლებრივ პოლიტიკას და გააკეთებენ ლოგიკურ დასკვნებს..
           
აკვეთილში ჩართულობის შეფასების რუბრიკა
      
ქულები და კრიტერიუმები
9-10 ქულა
7-8 ქულა
4-5-6 ქულა
3-2-1 ქულა
აქტიური მონაწილეობა
ყოველთვის მონაწილეობს  და ხშირად წარმართავს კიდეც საკლასო მსჯელობას
ყოველთვის მონაწილეობს
ხშირად მონაწილეობს
იშვიათად  ან საერთოდ არ მონაწილეობს
გამართული და სწორი მეტყველება
გამართულად მეტყველებს, აქვს მდიდარი ლექსიკა და შემოქმედებითად იყენებს ენობრივ–გამომსახველობით საშუალებებს
გამართულად მეტყველებს და იყენებს მართებულ სინტაქსურ და გრამატიკულ კონსტრუქციებს
იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს. მეტ–ნაკლებად გამართულად საუბრობს
არ იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს
საკუთარი აზრის დასაბუთებულად წარმოდგენა
ყოველთვის დამაჯერებლად და არგუმენტირებულად წარმოადგენს თავის მოსაზრებას
თითქმის ყოველთვის ასაბუთებს საკუთარ მოსაზრებას
სირად ახერხებს საკუთარი აზრის დასაბუთებას
უჭირს გამართულად საუბარი, ხშირად ვერ ასაბუთებს საკუთარ აზრს
სხვისი აზრის პატივისცემის დემონსტრირება
უსმენს სხვებს და საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს მოსმენილზე დაყრდნობით. კორექტულია და ამჟღავნებს სხვისი აზრის მიმართ პატივისცემას
უსმენს სხვებს და საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს მოსმენილზე დაყრდნობით.
უსმენს სხვებს და აცდის საუბრის დამთავრებას
არ უსმენს სხვებს
და არ აცდის საუბრის დამთავრებას


ხელმოწერა: ნატალია რამიშვილი;

თარიღი:

Комментариев нет:

Отправить комментарий