სასწავლო პროექტი
პროექტის სახელწოდება: ცხოვრობდნენ თუ არა დინოზავრები საქართველოში?
პროექტის მთავარი
იდეა: თემის გაცნობის შემდეგ მოსწავლეებს გაუჩნდათ კითხვები, მართლა ცხოვრობდნენ თუ არა
40-50 მილიონი წლის უკან დინოზავრები საქართველოში და რამდენად რეალურია მათი ნაკვალევი, რომელიც 200-მდე არი აღმოჩენილი საქართველოში.
პროექტის აქტუალურობა: აქტუალურია იმიტომაც, სათაფლია
ერთადერთი ადგილია საქართველოში, სადაც დინოზავრების
200-მდე ნაკვალევია აღმოჩენილი.
პროექტის მიზნები: მოსწავლეები გაეცნობიან და იმსჯელებენ
რამდენად ავთენტური და ორიგინალურია ნაკვალევი, რომელიც დინოზავრებმა დატოვეს.
ვადები/ხანგრძლივობა: ორი კვირა;
მონაწილეთა ასაკი:11 წელი
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეებს განუვითარდებათ ინფორმაციის მოძიების, კვლევის, ჯგუფური მუშაობის,
ექსკურსიაზე ქცევის უნარ-ჩვევები.
პროექტის ძირითადი რესურსები: წიგნი, ინტერნეტი,
პროექტორი, კომპიუტერი, ელექტრონული პრეზენტაცია
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
აქტივობა1-თემის შერჩევა;
აქტივობა2-საპროექტო გუნდის შექმნა;
აქტივობა3 - სამუშაო გეგმის შედგენა;
1 ჯგუფი დაამუშავებს და მოიძიებს ინფორმაციას დინოზავრების შესახებ.
2 ჯგუფი გააკეთებს პრეზენტაციას;
3 ჯგუფი დაგეგმავს ექსკურსიის მარშუტსა და მიმართულებებს;
აქტივობა 4 - სასწავლო ექსკურსი;
აქტივობა 5 _ პროექტის პრეზენტაცია;
აქტივობა 6 _ მოსწავლეთა შეფასება.
პროექტის
შეფასების განზოგადებული რუბრიკა
მაქსიმალური ჯამური ქულის გაყოფით
სამზე მოხდება მოგროვილი ქულების ათქულიან შეფასებაზე გადაყვანა
|
ელემენტარული
1 ქულა
|
მისაღები
2 ქულა
|
ოსტატური
3 ქულა
|
1.მიზანი
|
არ არის კარგად გამოკვეთილი, ბუნდოვანია
|
ხდება ერთ მიზანზე
ფოკუსირება
|
კარგად გამოკვეთილი
მიზნები, მარტივად აღსაქმელი
|
2.ორგანიზება
|
სუსტად ორგანიზებული,
არ არის იდეებს შორის ლოგიკური ჯაჭვი, რაც აბნევს მკითხველს/მსმენელს
|
გააზრებულია
თანმიმდევრულობა, ორგანიზების ნიშნებით, ზოგი გადასვლა იდეებს შორის არის მარტივი,
ზოგი გაუგებარი
|
კარგად ორგანიზებული
ფორმატი, ლოგიკური გადასვლა ერთი იდეიდან მეორეზე, ორგანიზება ზრდის პროექტის ეფექტურობას
|
3.შინაარსის
კორექტულობა
|
ხშირად გვხვდება შეუსაბამო, მცდარი ინფორმაცია,
|
ძირითადად კორექტულია,
ზოგიერთი შეუსაბამო ან მცდარი ინფორმაციით
|
მთლიანად კორექტული, ფაქტები ზუსტი და მკაფიო
|
4.ენობრივი
გამართულობა
|
ენობრივად გაუმართავი,
ხშირი შეცდომებით
|
ენობრივად გამართული,
მცირე შეცდომებით
|
ენობრივად გამართულია,
დაცულია პუნქტუაციის ნიშნები
|
5.კვლევა
|
კვლევა არაეფექტურადაა
დაგეგმილი, გამოყენებული წყაროები არ არის სანდო, ანალიზი ზედაპირულია
|
კვლევა დაგეგმილია,
მაგრამ ჯგუფის პოტენციალი მთლიანად არ არის გამოყენებული, შეზღუდული რაოდენობის წყაროებია
გამოყენებული, ანალიზი მისაღებია
|
კვლევა არის დაგეგმილი, გამოყენებულია არაერთი წყარო და
ანალიზი სიღრმისეულია
|
6.თვალსაჩინოებები
|
თვალსაჩინოებები
ხშირად შინაარსთან შეუსაბამოა, ან არ არის ჯგუფის მიერ შექმნილი
|
თვალსაჩინოებების
კავშირი შინაარსთან ნატელია, მაგრამ ერთფეროვანია,
|
მრავალფეროვანი,
შინაარსის შესატყვისი, აკურატულად შესრულებული
|
7.შემოქმედებითობა
|
მცირე შემოქმედებითი
ენერგიის დანახარჯი ჯგუფის მხრიდან
|
ზოგჯერ ჩანს
ჯგუფის ორიგინალური აზრები, რაც ეხმარება პროექტის უკეთ წარმოჩენაში
|
ჩანს ჯგუფის
ორიგინალობა, სიახლე და თავისებური ხედვა, რაც პროექტს საინტერესოს ხდის
|
8.კავშირები საგნებთან
|
არ ჩანს ჯგუფის კომპეტენცია საგნებში, გვხვდება ფაქტების უზუსტო
ინტერპრეტირება
|
მოსაზრებები
დაკავშირებულია ერთი ან ორი საგნიდან მიღებულ ცოდნასთან
|
ხდება მთავარი
მოსაზრებების დაკავშირება სხვადასხვა საგნიდან მიღებულ ცოდნასთან, რაც მიუთითებს
ჯგუფის მრავალი მიმართულებით კომპეტენტურობაზე
|
9.დასკვნები
|
არ არის ჩამოყალიბებული დასკვნები
|
დასკვნები ჩამოყალიბებულია კვლევის ადეკვატურად, მაგრამ არ
არის მკაფიო
|
დასკვნებში არის სიახლე (ორიგინალობა), ლოგიკური კავშირი იგრძნობა კვლევასთან, ისინი მკაფიოდაა ჩამოყალიბებულია
|
10.პრეზენტაცია
|
ეფექტურად არ არის წარმოჩენილი პროექტის არსი, უჭირს აზრის
ჩამოყალიბება და პასუხების გაცემა, არ არის მიზნობრივად გამოყენებული თვალსაჩინოებები
|
ბუნდოვნად აყალიბებს
პროექტის არსს, იყენებს თვალსაჩინოებებს,
პასუხობს შეკითხვების უმეტესობას
|
ნათლად ჩამოყალიბებული პროექტის არსი, მკაფიო მეტყველება,
აუდიტორიაზე გათვლილი, ძირითადი იდეებია გაშლილი, იყენებს თვალსაჩინოებებს და პასუხობს
ყველა კითხვას
|
საგნებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ისტორი; ისტ-ი
საზ.მეც.დაწყ.(II).14. ბუნებრივი გარემოს, ისტორიული
და კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობის გაცნობიერება და მის მიმართ მზრუნველი დამოკიდებულების
გამოვლენა.
საზ.მეც.დაწყ.(II).15. მის გარშემო წარმოდგენილი
სოციალურ-კულტურული ინსტიტუტების (მაგ.: სკოლა, საკულტო (რელიგიური) ნაგებობები, კინო,
კლუბი, მუზეუმი, სამედიცინო დაწესებულება, პოლიცია) ფუნქციების გაცნობიერება.
ის.ტექნ.დაწყ.3. მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა
სახის ციფრული საშუალების
შერჩევა და გამოყენება ინფორმაციის
მოძიებისას და კვლევის პროცესში
მოსწავლე:
Ø იყენებს ისტ-ს კვლევის პროცესში იდეებისა და ინფორმაციის
ორგანიზებისას;
Ø ინფორმაციის სხვადასხვა ფორმატის მქონე საცავებში ძიებისას,
შეარჩევს და იყენებს შესაბამის ციფრულ საშუალებებს;
Ø ინფორმაციის ძიებისას ეფექტიანად იყენებს გავრცელებულ
საძიებო სისტემებს. შეუძლია საძიებო სიტყვების, ფრაზებისა და მათი კომბინაციების ადეკვატურად
შერჩევა და გამოყენება;
მოპოვებული
ინფორმაციის სანდოობისთვის იყენებს რამდენიმე წყაროს, მსჯელობს თითოეული მათგანის სანდოობაზე.
პროექტის ხელმძღვანელი: ნატალია რამიშვილი;
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: nataliaramishvili@gmail.com
Комментариев нет:
Отправить комментарий